|
2020-02-02 16:13:02, 1947 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ბინის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ბ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ოქროს ნივთები და ძვირფასეულობა მოიპარა. სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაქურდალ ნივთებთან ერთად მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ძვირფასეულობა და ოქროს ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია ქანჩი და კუსტარულად დამზადებული, კარის გასაღები ხელსაწყოები, მათ შორის ე.წ. „ატმიჩკები“. ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)