2020-02-01 11:49:06, 3874 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259-მდე, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 12,000-მდე გაიზარდა.
ჩინეთის გარდა, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა 27 ქვეყანაში დაფიქსირდა.
რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთთან მიმოსვლა უკვე შეწყვიტა და ჩინეთიდან მოქალაქეების გამოყვანა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,