|
2020-01-31 16:00:57, 2695 ნახვა
კომენტარი
ხვთისიაშვილი - კარანტინის ზონიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე თურქეთისა და საფრანგეთისგან გვაქვს თანხმობა
„გვაქვს თანხმობა თურქეთისა და საფრანგეთისგან, იმ შემთხვევაში თუ მოხდება მათი მოქალაქეების გამოყვანა ამ კარანტინის ზონიდან, ჩვენს მოქალაქეებსაც აუცილებლად წამოიყვანენ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. ხვთისიაშვილი აღნიშნავს, რომ კარანტინის ზონაში საქართველოს 7-8 მოქალაქე იმყოფება. „ჩვენი საელჩო მუდმივად იყო კავშირზე იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ინფიცირებულ რეგიონში არიან. მუდმივად ვკითხულობდით მათ ჯანმრთელობის მდგომერეობას. ბევრნი არ არიან, არის დაახლოებით 7-8 ადამიანი. როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემუშავებულიყო მათი ევაკუაციის გეგმა, ჩვენ მეზობლებთან და პარტნიორებთან დავიწყეთ მოლაპარაკება. შემიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს თანხმობა თურქეთისა და საფრანგეთისგან, იმ შემთხვევაში თუ მოხდება მათი მოქალაქეების გამოყვანა ამ კარანტინის ზონიდან ,ჩვენ მოქალაქეებსაც აუცილებლად წამოიყვანენ“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)