06:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 11:19:48, 1024 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში არ ფიქსირდება კორონავირუსი - პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო, დღის ბოლომდე ელოდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსი.

როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანილ ჩინელ ტურისტებს, ასევე არც საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა გზებით ჩამოვიდნენ საქართველოში.

 „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან რჩევები სამ ჯგუფად არის დაყოფილი და დღეს, დღის ბოლომდე, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც უკვე კონკრეტულად ევროპის ქვეყნებისთვის იქნება გაცემული. ზოგადად, რაც გახლავთ რეკომენდაციებში აღნიშნული, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რასაც ეს რეკომენდაციები გვეუბნება.

ჯერჯერობით დღეს ჩვენ ქვეყანაში არ ფიქსირდება არც ერთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის, გუშინ იყო 4 შემთხვევა და ინფექციურ საავადმყოფოში შემოსულ პაციენტებს არ აღმოაჩნდათ აღნიშნული ვირუსი. გადაწყვეტილება მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჯანმრთელნი არიან, მაინც მათი რნმ-ები გაიგზავნება დღეს როტერდამში, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს საქმე კორონავირუსის ტიპთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მოსახლეობას.

მისივე თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში ინფექციის იმპორტი და თუ ეს იქნა შესაბამისი გადაუდებელი ზომები გატარდეს.

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის იმპორტი ქვეყანაში და თუ ეს მოხდა, მაშინ დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics