14:03 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 14:31:13, 1842 ნახვა

კომენტარი
უგულავა: ივანიშვილი საქართველოს ხორცმეტად იქცა

„ივანიშვილი უკვე გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხორცმეტი, რომელიც ნელ-ნელა სეფსისს და განგრენას უქადის ჩვენი ქვეყნის სხეულს, ამიტომ არის ის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა  გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ამერიკის შეერთეული შტატებიდან მიღებული კრიტიკა ცხადჰყოფს, რომ ივანიშვილს „რამსები“ აქვს არეული და ქვეყანას საწინააღმდეგო მიმართულებით მიაქანებს.

„დღეს არის ნიშანდობლივი დღე. მაშინ, როდესაც გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, ვიღებთ ამერიკის სენატიდან პრაქტიკულად ისეთ მამხილებელ წერილს, რომელსაც ვერაფერს დაამატებ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს საერთოდ რამსები აქვს არეული და ჩვენი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ იმ მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, რომელიც შეიძლება, მართლა კატასტროფით დამთავრდეს, თუ ივანიშვილის ჩამოშორება არ მოხდება ხელისუფლებიდან. ეს სუბიექტი, ივანიშვილი, უკვე გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხორცმეტი, რომელიც ნელ-ნელა სეფსისს და განგრენას უქადის ჩვენი ქვეყნის სხეულს, ამიტომ არის ის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics