07:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 13:37:00, 1871 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - ევროსაბჭო ჩვენი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დადებითად და წარმატებულად აფასებს

„მე ვიცი, რომ თავად ევროსაბჭო, ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან დადებითად და წარმატებულად აცხადებს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

წულუკიანის თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიციის უფლებაა, რომ საქართველოს ეს წარმატება დააკნინოს, მაგრამ ობიექტურად თუ შეაფასებენ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იყო წარმატებული.

„თუ ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დგას საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან და გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის, შინაარსით დატვირთული და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით, ალბათ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარიც, რომ ეს სიტყვა და მისი გამოსვლაც შევაფასოთ ობიექტურად, რადგან ის წარმოგვადგენს თითოეულ ჩვენგანს. ის წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და ყოველთვის არ გვქონდა ის ფუფუნება, რომ გვყოლოდა პრეზიდენტი და ვყოფილიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე ვიცი ერთი, რომ თავად ევროსაბჭო, თითოეული ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ საჯარო მოხელე, ჩვენი პრეზიდენტის იქ ვიზიტს ძალიან დადებითად და წარმატებულად აცხადებს. რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი ეს წარმატება დააკნინოს ან თვითონ პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ობიექტურად შევაფასებთ იმას, რაც მოხდა და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics