|
2020-01-30 11:53:45, 1055 ნახვა
კომენტარი
თურნავა სენატორების წერილზე: ბოლო პერიოდში მათი განცხადებები გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა
„ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელ და არასწორ ინფრომაციას ეყრდნობა ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სენატორების განცხადება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „რა თქმა უნდა, სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე. ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია დასავლელი ამერიკელი პარტნიორების ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ, განსაკუთრებით კი ამ ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელ და არასწორ ინფრომაციას ეყრდნობა ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)