07:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 18:12:55, 1574 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე ევროსაბჭოში პრეზიდენტის გამოსვლაზე: საქართველოს კლოუნი ბევრჯერ ჰყავდა, მაგრამ ამისთანა იშვიათია

„საქართველოს კლოუნი ბევრჯერ ჰყავდა, მაგრამ ამისთანა იშვიათია“, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისგან განრისხებული რეაქცია მოყვება.

„ეს მმართველი გუნდი, ყველა წარმომადგენლიანად, რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. რატომ უნდათ ისევ საქართველოში მეორე გავრილოვის ღამე, სრულიად გაუგებარია. აქ ხომ პოლიტიკურ პარტიებზე ლაპარაკი არ არის, ეს გამოიწვევს 100-პროცენტიან უზარმაზარ, განრისხებულ რეაქციას საქართველს მოქალაქეებისგან, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც რუსული არაერთი აგრესიის გამო დაკარგეს თავისი წინაპრების საფლავზე მისვლის უფლება და თავის საცხოვრებელ სახლებში ყოფნის უფლება. საერთოდ არ შემიძლია შევაფასო. საქართველოს ბევრჯერ ჰყავდა კლოუნი, მაგრამ ამისთანა ძალიან იშვიათია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მაისში თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics