|
2020-01-29 15:50:52, 2925 ნახვა
სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ იქნა მიღებული. მოსამართლის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ბრალდებული პატიმრობაში რჩება. სასამართლოს სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ. ადვოკატმა, მამუკა ჭაბეიშვილმა, სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი თხოვნა, პროცესის გადადების შესახებ, ბრალდებულთან პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, არ დაკმაყოფილდა. ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 10 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშილს და ზურაბ ადეიშვილს, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირების მიმათ უფლება მოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)