15:11 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 15:34:22, 1513 ნახვა

კომენტარი
კალაძე: კონგრესმენების განცხადებები მეგობრულ ურთიერთობებს სცდება - ეს ტონი კატეგორიულად მიუღებელია

„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყველა ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კონგრესმენების განცხადებების ტონი მისთვის კატეგორიულად მიუღებელი.

„განცხადებები,რომელსაც ჩვენ ვისმენთ ცდება ყველა ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იმიტომ, რომ ამერიკა თქვენ იცით, რომ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად სტრატეგიული კანონმდებლობის წარმომადგენლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას.

ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რას წარმოადგენს კომპანია „ფრონტერა“. დავიწყეთ საქმის წარმოება და საერთაშორისო არბიტრაჟში მიდის საქმე. დარწმუნებული ვარ,  მათ ძალიან კარგად იციან, რომ წააგებენ. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. მათ განცხადებებში აშკარად იკვეთება ფაქტობრივი ცდომილებები“, -განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics