22:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 18:51:52, 4401 ნახვა

ეკონომიკა
შეიძინეთ ველოსიპედები Liloshop.ge-ზე სახლიდან გაუსვლელად

ქართულ რეალობაში სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ ვაჭრობა, რაც 21-ე საუკუნის მონაპოვარია. ბაზარზე ჩნდებიან და ქრებიან ინტერნეტ მაღაზიები. კონკურენციის პირობებში მათი რიცხვი მუდმივად იცვლება. Liloshop.ge ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზიაა, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოს ყველა კუთხიდან იზიდავს ლოიალურ მომხმარებლებს. მისი პროდუქცია მრავალფეროვანია, ფასი და ხარისხი კი შესაბამისობაშია. მოქნილი საკურიერო მომსახურება, მიწოდების სისწრაფე და გადახდის ალტერნატიული საშუალებები მის კონკურენტუნარიანობასა და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

„ლილოშოპი“ გთავაზობთ ველოსიპედების ფართო არჩევანს

 

როცა ველოსიპედის შეძენას გადაწყვეტთ, იწყებთ მეგობრებ-ნათესავებში გამოკითხვას და ელოდებით მათგან რჩევასა თუ რეკომენდაციას, სად იყიდოთ თქვენთვის ძვირფასი ნივთი, რომელიც არც ისე იაფია და რომელმაც დიდხანს უნდა გატაროთ წინ და უკან. ველისიპედებზე მოთხოვნა იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის პროპორციულად. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ონლაინ მაღაზიას ველოსიპედის შესაძენად, რაც განპირობებულია არჩევანის სიდიდით, მწარმოებელი ქვეყნისა თუ ფიზიკური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. ასევე ფასის ხელმისაწვდომობით.  ველოსიპედები Liloshop-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ველოსიპედის შეძენისას უნდა განსაზღვროთ მიზანი, სამოყვარულო ველოსიპედი გჭირდებათ თუ პროფესიონალური, ქალაქის სწორ და ასფალტიან გზაზე მოგიწევთ უმეტესად გადაადგილება თუ მთიან რელიეფზე. ამასთან, საჭიროა იცოდეთ, თუ ველოსიპედს ამორტიზატორი აქვს, ის ხარისხიანი უნდა იყოს, ხოლო მასალად პლასტმასი მინიმალური რაოდენობით უნდა იყოს გამოყენებული.  სწორედ ამ მახასითებლების გათვალისწინებით, „ლილოშოპზე“ აუცილებლად იპოვით სასურველ ველოსიპედს, არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი შვილისთვის. აქ საბავშვო ველოსიპედების დიდი არჩევანიცაა, ასაკის, ფერებისა და ბორბლების რაოდენობის მიხედვით. საბავშვო ველოსიპედის შეძენისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. პატარებისთვის რეკომენდებულია 3-ბორბლიანი ველოსიპედები, ხოლო მოზრდილთა შემთხვევაში, ველოსიპედი და ბავშვის სიმაღლე იდეალურ თანხდედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან.

ფასი და ხარისხი

„ლილო მოლი“ მყიდველებში დაბალ, ხელმისაწვდომ ფასებთან ასოცირდება, შესაბამისად, ინტერნეტ მაღაზია liloshop-იც ცდილობს, ეს მოლოდინი გაუმართლოს მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ მის ვებგვერდზე ნებისმიერი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ადამიანი იპოვის და გამოიწერს სასურველ ნივთს და მათ შორის ველოსიპედსაც. 

რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს, ამაზე მეტყველებს მსოფლიოში ცნობადი და პოპულარული ბრენდები, რომელთა ნაწარმიც „ლილოშოპის“ ვირტუალურ თაროებზეა განთავსებული. ნივთების უმრავლესობას მოჰყვება გარანტია, რაც კიდევ ერთი ნიშანია, ხარისხისა. მაღაზია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და მომხმარებლის ნდობის მაჩვენებელიც იმატებს.

ლილოს ონლაინ მაღაზია ველოსიპედების შერჩევისა და  შეძენისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics