15:13 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 15:12:36, 2098 ნახვა

კომენტარი
დვალიშვილი - უარს ვაცხადებ გომელაურისნაირი მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში მუშაობაზე

„მე, როგორც შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციელი, საჯაროდ ვაცხადებ უარს ასეთი მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროში მუშაობაზე“, - ამის შესახებ კიტა იზორიას დაკავებაში მონაწილე პოლიციელმა, გიორგი დვალიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც დვალიშვილმა აღნიშნა, ის არ გააგრძელებს მუშაობას, სანამ აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი შედეგი არ დაიდება.

„მე ვაკეთებ ჩემი სახელით განცხადებას.მე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციებილი, საჯაროდ ვაცხადებ უარს ასეთი მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროში მუშაობაზე,სანამ არ დადგება სამართლებრივი შედეგი აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმ დროინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და მოგვიანებით როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას. კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ვახო (კიტა) იზორიას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს. აღნიშნულმა მაღალჩინოსნის ძმა გააღიზიანა და ის უფრო მეტად აგრესიული გახდა.  მას შემდეგ, რაც სამართალდამცველმა გადაწყვიტა, მისთვის ხელბორკილი დაედო, იზორიამ წინააღმდეგობა გაუწია და აღნიშნა, რომ შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმაა. ამის შემდეგ ადგილზე პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები მივიდნენ და კიტა იზორია გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics