09:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 12:48:51, 1260 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს ლევან იზორიას, ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ

„საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს ლევან იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ საკუთარ გუნდში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს სრულიად დაუსჯელად და კანონის გარეთ მოქმედებენ, ამის კარგი მაგალითი იზორიას და მისი ძმის შემთხვევაა.

„არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებდა იზორიას და ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ რეალურად, დღეს სრულიად დაუსჯელად და კანონის გარეთ მოქმედებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ამის ერთი კარგი მაგალითია იზორიას და მისი ძმის შემთხვევა. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაადგილებები და შესაძლო ცვლილებებიც ერთადერთ რამეს აჩვენებს. რეჟიმს, რომელიც მიახლოებულია დასასრულს, ახასიათებს მსგავსი მოქმედება, როცა გადაჯგუფებებით ცდილობენ შექმნან განცდა, რომ თითქოს რაღაც ახალი აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, გამძაფრებულია შიდა კლანური დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“. საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ საკუთარ გუნდში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ თანამდებობებს დატოვა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics