|
2020-01-28 10:30:29, 1859 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი უზენაეს სასამართლოში შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას მიმართ საბოლოო განაჩენი უზენაეს სასამართლოში შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. როგორც გუგა ბარბაქაძის უფლებადამცველმა განაცხადა, სამართლებრივად გამორიცხული არ არის, სასამართლომ განაჩენის გამოცხადება გადადოს. მისი თქმით, მას აქვს ის საჭირო მტკიცებულებები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბარბაქაძის უდანაშაულობას. რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება უკვე მიღწეულია. „დღეს კონკრეტულად განიხილება ჩემი საკასაციო საჩივარი ლევან დადუნაშვილის ბრალდების ნაწილში. წინა სასამართლო სხდომაზე განვიხილეთ პროკურორის საკასაციო საჩივარი დავით სარალიძის ეპიზოდთან დაკავშირებით. დღესვე აქვს მოსამართლეს განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა, თუმცა სამართლებრივად ისიც არის შესაძლებელი, რომ განაჩენის გამოტანა გადაიდოს. მაქვს მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებს გუგა ბარბაქაძის უდანაშაულობაში“, - განაცხადა გიორგი ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, მსჯავრდებული პირები გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)