|
2020-01-27 14:20:13, 2668 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა საქართველოს ენერგეტიკის კვირეულს 2020 - ს გახსნის
მსოფლიოს 15 ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში, რომელსაც 28 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გახსნის. საქართველოს ენერგეტიკის კვირეულის გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა. ღონისძიება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართება. საქართველოს ენერგეტიკის კვირეული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმია. მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Total Eren (საფრანგეთი), Acciona Energia (ესპანეთი), NBT AS (ნორვეგია), Çalık Enerji (თურქეთი), Masdar (UAE), Scatec Solar (ნორვეგია), Grupo Cobra (ესპანეთი) , GS E&C (კორეა) და სხვ. კვირეულის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფთხოების გაძლიერებისკენ მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ასევე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და მსხვილი საინვესტიციო პროექტები. გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია „Invest In Network", რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში. კომპანია ეწევა ენერგეტიკის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს განვითარებადი ბაზრებისთვის.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)