16:12 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 18:23:09, 2093 ნახვა

კომენტარი
ლევან ხაბეიშვილი - ექსპერტმა ყველა დაზიანება დააფიქსირა, თუმცა რად უნდა ამას ექსპერტიზა

„ექსპერტმა დაწერა ყველა იმ დაზიანების შესახებ, რომელიც მაქვს შუბლის, თავის, თვალის და ფეხის არეში, ასევე გვერდებზე, ყველა ეს დაზიანება დაფიქსირდა“,- ამის შესახებ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ექსპერტიზა არ იყო საჭირო, რადგან ფიზიკური ანგარიშსწორება პირდაპირ ეთერში მოხდა და შესაბამისად, მარტივი იყო ამ დრომდე დამნაშავეების დაკავება.

„ექსპერტმა დაწერა ყველა იმ დაზიანების შესახებ, რომელიც მაქვს შუბლის არეში, თავის არეში, თვალის არეში, ფეხის არეში და გვერდებზე.ეს ყველა დაზიანება დააფიქსირა.თუმცა რად უნდა ამას ექსპერტიზა, პირდაპირ ეთერში მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და შესაბამისად მარტივი იყო ამ დრომდე ამ პირების დაკავება.მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ამ დრომდე ჯერ არც გამოუკითხავთ“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics