2020-01-25 13:07:42, 3490 ნახვა
რეგიონი
ჩხოროწყუში მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა
ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა.
ჩხოროწყუს მერის ინფორმაციით, დაშავებული ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გამთენიისას კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას, სავარაუდოდ ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,