10:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 15:39:29, 2153 ნახვა

კომენტარი
უგულავა ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეებს - დედათქვენებს რას ვერჩი, თორე მოსაკითხები ხართ სათითაოდ

„დედათქვენებს რას ვერჩი, თორე მოსაკითხები ხართ სათითაოდ“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ საკრებულოში მყოფ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილი ცემაში მიიღეს მონაწილეობა.

უგულავამ დასძინა, რომ ყველა ვინც აღნიშნულ ფაქტში იღებდა მონაწილეობას არის "ნაგავი", რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა "გაიტანონ".

„ყველა ის ვინც მონაწილეობდა პირდაპირ უნდა გითხრათ, თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი, ნაგავი რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ საკრებულოდან და ნაგავი რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ პარლამენტიდან, რაც უფრო დიდიხანი დაჩება ეს ნაგავი მით უფრო აყროლდება, აყროლდება ზუსტად ისე როგორც თავის დროზე აყროლდა ასლან აბაშიძის რეჟიმი, ფურთხის და გინების ღირსია თითოეული ის ტურა ათი ერთზე ვინც ჩხუბობს, უბრალოდ მართლა დედათქვენებს რას ვერჩი თორე მოსაკითხები ხართ სათითაოდ. იმიტომ, რომ არ გესმით რა არის დეპუტატი, ჩვეულებრივი არშემდგარი ქუჩის ბიჭები ხართ, რამდენიმე თქვენგანი პირდაპირ კალაძის შნირი ბრძანდებით , აი ეს არის ქართული ოცნების ხროვა დღეს, თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics