10:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 15:01:11, 1744 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - დაპირიპირება იქიდან დაიწყო, რომ დავიცავი დამლაგებლები, რომლებსაც 3 დოლარს უხდიან და მონებად ამუშავებენ

„დაპირისპირება დაიწყო იქიდან, რომ დავიცავით დამლაგებლები, რომლებსაც 3 დოლარს უხდიან და მონებად ამუშავებენ, თვითონ კი სარგებელს ნახულობენ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში განვითარებული მოლენების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, სხდომაზე მას თავს 10-15  კაცი დაესხა, რომლებმაც თვალის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

„საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს,ამ წუთას ფიზიკური პრობლემა მაქვს,ბევრნი არიან, მოპარვა და ლაჩრობა კი მათი სტილია.ერთ ადამიანს ფაქტობრივად რამდენიმე ქოცი, სვავი დამესია.მაგრამ მე მინდა მათაც და საზოგადოებასაც მივმართო,რომ უკაცრავად და ვინმეს თუ ჰგონი ჩემი თვალი ან შუბლია პრობლემა ძალიან ცდებიან.მთელი ცხოვრება გადადებული მაქვს ჩემი ოჯახი ივანიშვილისა დ აკალაძისა და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში.ერთი ერთზე ვერ მერევიან ასეთი მაგარი ბიჭები ვერ არინა.მარტო თუ ვარ და დამესევიან მაგარი ვაჟკაცები არინა.ეს დაპირისპირება დაიწყო იქიდან,რომ დავიცავი დამლაგებლები,რომლებსაც 3 დოლარს უხდიან და მონებად ამუშავებენ და თვითონ კი სარგებელს ნახულობენ,ამას მოჰყვა დაპირისპირება“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics