10:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 13:26:51, 1547 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი: კონგრესის ზოგიერთი წევრის პოზიცია შესაძლოა ობიექტურ მოცემულობას მოკლებული იყოს

„ზოგიერთი კონგრესის წევრი შესაძლოა სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყნად ვერ მოხდებოდა, თუ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვევდა.

„ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, ძალიან ბევრი არის ჩვენი მეგობარი. ზოგიერთი კონგრესის წევრი შესაძლოა სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი მუშაობა, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი, რომ აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხდებოდა საქართველო როგორც ერთ-ერთ გამორჩეული  ქვეყანა, თუ საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას“, -  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა,  გერი კონოლმა, მაიკლ მაკკოლიმ და ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics