|
2020-01-22 14:53:57, 2116 ნახვა
ეკონომიკა
მაია ზავრაშვილი: მნიშვნელოვნად იზრდება წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას" - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ როგორც საგარეო ვაჭრობის, ისე კონკრეტულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით შედეგად უკვე მოიტანა ის, რომ ოპერატორმა კომპანიებმა გაზარდეს საწარმოო სიმძლავრეები, განახორციელეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც პოზიტიურად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და, ზოგადად, ეკონომიკური ზრდაზე. მაია ზავრაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან. „მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა. ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო 2 წელია ვახორციელებთ რეფორმებს, რომლის ფარგლებშიც გავხსენით და გავასაჯაროვეთ გეოლოგიური ფონდი, დავიწყეთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროაქტიული დაპაკეტება და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობამ, პარტნიორების დახმარებით, უკვე შეიმუშავა და დაამტკიცა სტრატეგია, ახლა მიმდინარეობს რეფორმის მეორე ფაზა მარეგულირებელი ჩარჩოს გასაახლებლად" - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 150 000 დოლარით აღემატება. 21.2 პროცენტით არის ასევე გაზრდილი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიც – 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 133 570.7 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან. რაც შეეხება ოქროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 4.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)