|
2015-07-28 15:02:17, 6309 ნახვა
რეგიონი
42 დევნილ ოჯახს ახალსოფელში საცხოვრებელი ფართი გადაეცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღეს, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა, სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. ახალსოფელში შენობის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 141 დევნილმა ოჯახმა შეავსო, სადაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 42 ოჯახი შერჩა. შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 – ერთოთახიანი, 23 – ოროთახიანი, 5 – სამოთახიანი. თანამედროვე სტანდარტის შენობის თითოეულ ბინაში დამონტაჟდა წყლის ელექტროგამაცხელებელი და გზის გამათბობელი, ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის. ბინების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრმობლობით, ახალ საცხოვრებელ ადგილას შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილი ოჯახებს მცირე გრანტები გადასცა. ახალ ბინებში გადასულ ყველა დევინილ ოჯახს, მათი სურვილის შესაბმისად, გადაეცათ საბრუნავი კაპიტალი ან ხელსაწყოები და დანადგარები მცირე ბიზნესისათვის. საცხოვრებელი ფართობის გადაცემის ღონისძიებების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მისინტრმა სოზარ სუბარმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 28 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელი ფართი 2016 დევნილ ოჯახს გადაეცემა. საწყის ეტაპზე ორი 12 – სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)