|
2020-01-21 13:52:54, 2058 ნახვა
კომენტარი
კილაძე - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას
„იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მივიღე ომბუდსმენის და ქალბატონი თეა წულუკიანის მხრიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა პატიმრების უფლებები იყოს დაცული. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ომბუდსმენის ანგარიშებს, წლიურ ანგარიშსაც და სხვა სპეციალურ ანგარიშებსაც ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით. ეს ჩვენი მოვალეობა არის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და ჩვენ, სწორედ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის ვართ აქ. ასევე იმისთვის, რომ თუ რაიმე ხარვეზი არის სახელმწიფო სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ეს ხარვეზი ჩვენ თვითონ ვნახოთ, შევისწავლოთ და ვიმუშაოთ ყველამ ერთად ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და ქალბატონი თეაც, რაც ვიცნობ ყოველთვის მომხრე იყო, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რათა პატიმრების უფლებები იყოს დაცული და ეს არის მუდმივი პროცესი. ეს პროცესი არ ჩერდება და საქართველოს პარლამენტიც, მათ შორის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ დაიხვეწოს ხარვეზები რაც გვაქვს“, - განაცხადა სოფო კილაძემ. კილაძის თქმით, საჭიროა, მთავარი აქცენტი გადავიტანოთ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად არის და ნაკლები დრო დავუთმოთ ისეთ საკითხებს, სადაც არ არის პრობლემა. „მაგრამ თუ შევაჯამებთ საერთო სიტუაციას მგონია, რომ მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად არის და ნაკლები დრო დავუთმოთ ისეთ საკითხებს, სადაც არ არის რეალურად პრობლემა. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ, მე მგონი დღეს სწორედ იმ საკითხს განვიხილავთ, სადაც სისტემური პრობლემა და ხარვეზი, რაც იყო 2012 წლიდან, აღმოიფხვრა. მე რაც მაქვს შეხება მსჯავრდებულებთან, ბრალდებულებთან, რა ინფორმაციაც შემოდის ჩვენთან კომიტეტში, ამის საფუძველზე მე შემიძლია ვთქვა, რომ სისტემა რეალურად მუშაობს გამართულად და თუ არის ცალკეული შემთხვევები ადამიანის უფლებების დარღვევის, ამაზე, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა აღმოიფხვრას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ჟურნალისტებთანაც ვთქვი, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მივიღე როგორც ომბუდსმენის მხრიდან, ასევე ქალბატონი თეას მხრიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისივე განცხადებით, სუბკულტურის საკითხის სისტემურ პრობლემად განხილვა არ შეიძლება. „ცალკეული შემთხვევები სუბკულტურის წარმომადგენლების, მათი მხრიდან რაღაც ზეგავლენის მოპოვების, რა თქმა უნდა, იქნება. საქართველო ყველამ ვიცით, რომ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც არსებობდნენ ეს ადამიანები და ბუნებრივია, 10 წელში და კიდევ 20 წელშიც ეს ვერ აღმოიფხვრება სრულად. მაგრამ სისტემური პრობლემა ეს ნამდვილად არ არის ისევე, როგორც სისტემური პრობლემა არ არის ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან და ამას თქვენც აღნიშნავთ მგონი თქვენს ანგარიშში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)