|
2020-01-18 12:41:54, 3026 ნახვა
სამართალი
გენერალური პროკურატურის შენობასთან ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს
გენერალური პროკურატურის შენობასთან სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ზვიად კუპრავა და მისი თანამოაზრეები პროკურატურის შენობასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. პროტესტის ნიშნად კუპრავამ პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. ორი წლის წინ ერთ ადამიანს არ გადაუყენებია შოთაძე და ათი ათასობით ადამიანი აპროტესტებდა შოთაძეს და ზოგადად იმ ტრაგედიას, რომელიც მოხდა ხორავას ქუჩაზე. შესაბამისად, შოთაძის უკან დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. საზოგადოება არ დაუშვებს შოთაძის უკან მობრუნებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)