10:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 16:23:44, 2944 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე: სამშვიდობო პროცესებში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

,,ჩვენი ამოცანა დღეს არსებული მძიმე მდგომარეობის, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე შემსუბუქება და ნდობის მშენებლობაა",- ასე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება ბოლო პერიოდში, არაერთ ნაბიჯს დგამს აფხაზეთის რეგიონთან კონტაქტების გასაფართოვებლად.

"მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც ბოლო პერიოდში აფხაზეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გარკვეულ გზავნილებს უკავშირდება. კერძოდ, ქართული მხარის სახელმწიფოს მზაობაზე, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის თაობაზე. ეს არ არის სიახლე ჩვენი პოლოტიკისთვის და არაერთხელ გახლავთ გაცხადებული. ბოლო პერიოდში არა ერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ეს დიალოგი და კონტაქტები გაფართოვდეს. თუკი იქნება ამის მზაობა ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, რადგან დიალოგს სამშვიდობო პროცესებში არ აქვს ალტერნატივა. რაც შეეხება ფორმებს და ფორმატებს აქ არსებობს ძალიან დიდი სივრცე და მოქნილობა. ჩვენ წარსულშიც გვქონია გამოცდილება, არსებობს სხვადასხვა პრაქტიკები და ეს ყველაფერი არის ძალიან მოგვარებადი. არსებობს გარკვეული კონტაქტები მიმდინარე რეჟიმებში და ჩვენ ვისურვებდით ეს კონტაქტები და დიალოგი გახდეს უფრო ფართო და მეტი შინაარსით დატვირთული. რაც შეეხება თემებს, აქაც ძალიან მოქნილი სივრცე არსებობს. საერთოდ, ჩვენი ჩართულობის, შერიგების პოლიტიკის და მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ღერძი გახლავთ ის, რომ ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო კავშირები ხალხთა შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემო, თემები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე, აქ არის სივრცე დიალოგისთვის. პირველი ამოცანა არის ის, რომ დღეს არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდეს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე, ეს ჩვენი მოსახლეობაა და ბუნებრივია ჩვენი ინტერესია, რომ მათ გავუზიაროთ ყველა შესაძლებლობა რაც საქართველოს სხვა მოქალაქეებს აქვთ და იცით, რომ ამას ვაკეთებთ. მეორე არის რა თქმა უნდა ნდობის მშენებლობა, შერიგება ჩვენს საზოგადოებებს შორის იმიტომ, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics