09:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 18:56:39, 2961 ნახვა

რეგიონი
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა შუახევში პირველად გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, შუახევის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგეები, საჩითილე  მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გახსნა.

ახალი სანერგე და საჩითილე მეურნეობა შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, მისცემს მათ საშუალებას მიიღონ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებული სარგავი და საჩითილე მასალა. 

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა კიდევ უფრო წარმატებით განახორციელონ საქმიანობა.

,,შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა აგროკომპლექსი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ვეტერინარულ კლინიკას, საჩითილე და სანერგე მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი მოემსახურება მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების შექმნას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს აგროსექტორი და ფერმერებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს". - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის'' ფარგლებში ხორციელდება და ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად  უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგები და ბოსტნეული კულტურების ჩითილები.

პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში (ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის) ვაზის 1200 ნერგი დაირგო.  ასევე  სოფელ  ქიძინიძეები 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე  (მსხალი, ვაშლი, ჩანდლერის ჯიშის ნიგოზი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ვაშლატამა)  ხეხილის სანერგე მეურნეობა. ასევე გაიხსნა  ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდება მეცხოველეობის განვითარება.

გახსნის ცერემონიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 744 970  ლარს შეადგენს და აჭარის მთავრობის მიერ  ფინანსდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics