15:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 14:19:25, 1837 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის გამო, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე, თანამდებობაზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა  საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის  კანდიდატად  დარეგისტრირების განაცხადით.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ის ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა. მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს  საჯარო სამართლის იურიდიულმა  პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე   http://pc.gov.ge აიტვირთება.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მის მიერ თანამდებობის დატოვება ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეს უკავშირდება. კერძოდ, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამოძიებას უმოქმედობასა და დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებდა და ამის გამო, შოთაძის გადადგომას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც უწყებასთან ამავე მოთხოვნით ასობით ადამიანი მივიდა, შოთაძეს თანამდებობის დატოვება მოუწია. ხორავას ქუჩის საქმის გარდა, მის მიმართ კრიტიკას სხვა საქმეებზეც გამოხატავდნენ. მათ შორის, შოთაძის გადადგომა არაერთხელ მოითხოვეს „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულებმა. ისინი აცხადებდნენ, რომ „ბავშვთა სამყაროს“  ხელმძღვანელი პირების  მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics