03:53 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-15 13:51:44, 1789 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო.  

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 მაისს გ.ბ.  ქ.თბილისში,  უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს - 4,2405 გრ. „ბუპრენორფინსა“ და 0,5595 გრ. „მეთადონს“.

„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველების მიერ ამოღებული იქნა გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2019 წლის მაისში უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, ქ.თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე დატოვა.  

სამართალდამცველებმა გ.ბ. 2019 წლის 26 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics