|
2020-01-15 13:21:50, 1759 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველები გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშს ძალის გამოყენებით უღებენ
„სამართალდამცავები ცდილობენ ოფიციალურად მოიპოვონ გენეტიკური ნიმუში და იგი შეადარონ იარაღზე ხელოვნურად დატანილ გენეტიკურ პროფილს“,- ამის შესახებ მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა, შოთა კახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და დოკუმენტებით მისივე სახელზე გააფორმეს. „გუშინ, დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე, გამომძიებელ ვახტანგ დაბრუნდაშვილისგან მივიღე შეტყობინება, რომ დღეს 10 საათზე, რაღაც საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად უნდა შესულიყვნენ გიორგი რურუასთან. შესაბამისად, მე შევეცადე ვახტანგ დაბრუნდაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან არ მიპასუხა. გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს, უფრო სწორად დოკუმენტებით გაუფორმეს, რომ თითქოს იგი ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნულის შემდეგ, მათ გიორგი რურუას სხეულიდან იძულებით აიღეს გენეტიკური პროფილი და დაიტანეს ე.წ. გაფორმებულ იარაღზე, აღნიშნულის შემდეგ ყველა ე.წ. საგამოძიებო მოქმედება მიმართულია იმისკენ, რომ გიორგი რურუასგან როგორმე ოფიციალურად მოიპოვონ გენეტიკური ნიმუში და იგი შეადარონ ან დაამთხვიონ იარაღზე ხელოვნურად დატანილ გენეტიკურ პროფილს“,- განაცხადა შოთა კახიძემ. როგორც საგამოძიებოს უფროსმა, კახაბერ მურადაშვილმა განაცხადა, თუ საჭირო იქნება დეენემის ნიმუშის ასაღებად პროპორციულ ძალასაც გამოიყენებენ. „სასამართლო განჩინებაა რურუასგან ნიმუშის აღების თაობაზე. თუ საჭირო იქნება პროპორციული ძალის გამოყენება, შესაბამისად გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას“,- განაცხადა საგამოძიებოს უფროსმა, კახაბერ მურადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილეს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას სასამართლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)