21:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-14 12:05:54, 1484 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან  გარყვნილი ქმედების  ფაქტზე თ.წ.  დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, როგორც სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, ბრალდებულმა თ.წ.-მ  2018 - 2019 წლებში,  ოთხი არასრულწლოვნის მიმართ  გარყვნილი ქმედება განახორციელა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან  გარყვნილი ქმედების  ფაქტზე თ.წ.  დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  თ.წ.-მ  2018 - 2019 წლებში,  ოთხი არასრულწლოვნის მიმართ  გარყვნილი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს.  მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics