|
2020-01-10 15:57:28, 2370 ნახვა
სამართალი
გვარამიას, დამენიასა და იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ამასთან, არევაძემ ნიკა გვარამია მოსამართლისა და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, სხდომაზე მოსამართლემ ნიკა გვარამიას რამდენიმე დღის წინ, მის მიმართ ბრიფინგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების და მისივე „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო განმარტება მოსთხოვა, რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ მოსამართლისთვის ანგარიშის ჩაბარებას არ აპირებს, რადგან მას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ამგვარი შეფასებები მოსამართლემ სასამართლოსა და მისდამი შეურაცხყოფად მიიჩნია და გვარამიას ფულადი ჯარიმა დააკისრა. შეგახსენებთ, პროკურატურამ გვარამიას, დამენიას და იაშვილს ბრალდება გასული წლის 6 სექტემბერს წარუდგინა. გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კახაბერ დამენიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, პროკურატურის ცნობით, მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)