12:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 14:52:52, 2702 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: დავის განხილვა მოხდება ჟენევის არბიტრაჟში, ასევე, იმ ქვეყნების სასამართლოებში, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ

„ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერებულიყო“, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტას.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საკითხის განხილვა მოხდება როგორც ჟენევის არბიტრაჟში, ასევე იმ ქვეყნების სასამართლოებში, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ.

მისივე განმარტებით, სასამართლო დავების გამო, პორტის მშენებლობა ვერ დაიწყება, რადგან ასეთ პირობებში პროექტით არც ერთი ინვესტორი  არ დაინტერესდება.

„ჩვენ წინააღმდეგ შემოტევა დაიწყო 2018 წელს, როდესაც ანაკლიის პროექტი ვითარდებოდა დაუბრკოლებლად. პირველად დაიწყო ეს ბიძინა ივანიშვილმა მისი განცხადებებით ჩემსა და მამუკას წინააღმდეგ. შემდეგ განხორციელდა ეროვნული ბანკისა და პროკურატურის შემოტევით. ამ შემოტევამ რა თქმა უნდა გამოიწვია ზოგადად ინვესტორების დაფრთხობა. ასეთი ტიპის პროექტში, როდესაც ხედავენ, რომ სახელწიფო ებრძვის კონსორციუმის დამფუძნებლებს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ეს იწვევს ინვესტორების პრაქტიკულად განდევნას ქვეყნიდან. მიუხედავად ამისა, 2019 წელს ჩვენ შევძელით მოგვეზიდა ინვესტორები, რომლებიც დარწმუნებული არიან ჩვენს შესაძლებლობებში და ანაკლიის პროექტის განხორციელების აუცილებლობაში. მაგრამ, ამას უკვე წინ დაუდგა სრულიად არაკონსტრუქციული პოზიცია მთავრობის მხრიდან. მეტსაც გეტყვით, არამხოლოდ არაკონსტრუქციული პოზიცია, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ განდევნილი იქნა ინვესტორი, ამის მოწმეებიც არსებობენ. ყველაფერი ეს ემსახურებოდა იმას, რომ ერთ შვენიერ დღეს, იმ მოტივით, რომ თითქოს ვერ ასრულებს კონსორციუმი ვალდებულებას, მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა. საბედნიეროდ, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსხილველი ადგილი არის ჟენევის არბიტრაჟი. ასევე, იმ ქვეყნების სასამართლოები, რომლებსაც წარმოადგენენ ინვესტორები. სამწუხაროდ, ვეჯახებით იმ რეალობას, რომ ეს გადაიზრდება დავაში რამდენიმე ქვეყნის სასამართლოში. იქ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს აჩერებს პროექტის განვითარებას. უკვე გამორიცხულია, რომ უახლოეს პერიოდში ამ პროექტით ინვესტორი დაინტერესდეს, რადგან ასეთი სადავო პროექტით არავინ ინტერესდება. ეს იყო ივანიშვილის ამოცანა. ანუ ყველა მხრიდან შემოტევა, რაც ჰქონდა განზრახული ივანიშვილს, დაასრულეს. თქვენ თვითონ ხედავთ, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ რა იქნება მისი და მამუკა ხაზარაძის შემდეგი ნაბიჯი, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გაივლიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics