12:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 16:53:23, 2739 ნახვა

კომენტარი
პროკურორი - ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ძალიან მალე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით

„გამოძიების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, საქმეზე ჩატარდა 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რომელიც შეეხებოდა უშუალოდ ფაქტის გახსნის მცდელობას და  არანაირ დაფარვას ან დამალვას, რაიმე ფაქტის უგულვებელყოფას საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უშუალოდ საქმეში მონაწილე  მეორე პირთან დაკავშირებით კვლავ  გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და პროკურატურა,  როგორც დაზარალებულის ოჯახს, ისე  საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი საგამოძიებო ორგანოდან მიიღებს პასუხს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში. გარდაცვლილის ძმა, გუშინ ვცანით დაზარალებულად. კონკრეტულად წარდგენილ ბრალდებაში რაზეც ჩვენ ბრალდებულს ბრალი წარვუდგინეთ, სწორედ მასზე განხორციელებული ცემა და ძალადობაც იქნა გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ბრალდება დამძიმდა  ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მეორე პირს,  რა თქმა უნდა გამოძიება შეაფასებს  და სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ჩატარდება ძალიან მალე. გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ამიტომ დაელოდეთ ჩვენგან შესაბამის განმარტებებს ძალიან მალე“, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics