|
2020-01-06 19:11:16, 1626 ნახვა
კომენტარი
თორნიკე მამალაძე: გათავისუფლების შემთხვევაში ჩემი ძმა, პატრიარქის სოდომურ ცოდვებზე ისაუბრებდა
„გათავისუფლების შემთხვევაში ჩემი ძმა, პატრიარქის სოდომურ ცოდვებზე და ფინანსურ მახინაციებზე ისაუბრებდა“,- ამის შესახებ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ორმა ადამიანმა ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რომ ზურაბიშვილმა პატრიარქთან ვიზიტის დროს მას ჰკითხა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო დეკანოზის გათავისუფლებაზე, რაზეც პატრიარქმა უპასუხა, რომ თუ ამის სურვილი ჰქონდა აქამდე იტყოდა. „მინდა გითხრათ ის, თუ რა მოხდა 4 იანვარს საპატრიარქოში, როდესაც პრეზიდენტი ბრძანდებოდა კათალიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან. საბედნიეროდ, საპატრიარქოში არსებობს ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ემსახურებიან ღმერთს და ამ ადამიანებმა მომაწოდეს ინფორმაცია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის ორი ადამიანი, რომლებმაც ერთი და იგივე ინფორმაცია მომაწოდეს. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იყო პატრიარქთან, სამი მეტრის რადიუსში იდგნენ ეს ადამიანები და სიტყვასიტყვით გაიგეს თუ რა საუბარი მიმდინარეობდა პატრიარქსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სალომე ზურაბიშვილმა ჰკითხა პატრიარქს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით რაზეც პატრიარქმა, სალომე ზურაბიშვილს სიტყვასიტყვით განუცხადა, რომ სურვილი თუ გააჩნდა პატრიარქს ამას აქამდე ეტყოდა სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და აქამდე მოხდებოდა მისი თანხმობა შეწყალებასთან დაკავშირებით. პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩემი ძმა უნდა იჯდეს ციხეში, რადგანაც თავად მას არ სურს ჩემი ძმის გათავისუფლება. გამომდინარე აქედან სალომე ზურაბიშვილის კითხვა იყო პატრიარქისადმი, თუ რა მოტივით გააქარწყლებდა იმ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა პრეზიდენტის მიმართ შუამდგომლობა, რაზეც პატრიარქმა განაცხადა, რომ ეკლესიაში გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქი და არა სინოდის სხდომა. გამომდინარე აქედან პატრიარქის სურვილი იყო, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში დარჩენილიყო. ეს იმას მიანიშნებს, რომ პატრიარქი არის შეშინებული, ის დარწმუნებული იყო რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში მოხდებოდა საუბარი ჩემი ძმის მხრიდან პატრიარქის ცოდვებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სოდომურ ცოდვებს, უკავშირდება არაერთ ფინანსურ მახინაციებს გამომდინარე აქედან პატრიარქმა გადაწვყიტა და ამ ინფორმაციების გამო ჩემი ძმა საპყრობილეში დატოვა“,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)