13:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 17:50:29, 2147 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: გუდაურში 5 დღეა წყალი არ არის და ესენი მცხეთაში ქეიფობენ - მე გავიქცეოდი და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებდი

„გუდაურში ხუთი დღე არ არის წყალი და ესენი მცხეთაში ქეიფობენ. მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ერთ საათში“, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუდაურსა და ბაკურიანში არსებულ წყლის პრობლემას „Facebook“-ის პირად გვერდზე.

ექსპრეზიდენტი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ცდილობს, კურორტებს ფასი დაუგდოს, შემდეგ კი, „ჯიბეში ჩაიდოს“.

„საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები თითოეული ქართველის სიმდიდრის პოტენციური წყაროა. გუდაურში ხუთი დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში, ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ერთ საათში. არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის. ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი. გაჩერდა ის პროექტები რომლებიც მე დავიწყე სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე მაგარი ევროპაში როგორც მინიმუმ! უზარმაზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროები ჩამოვიტანეთ. გააჩერეს გზებიც, გააჩერეს ყველაფერი კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო. არადა, სადაც არის მთის კურორტი იქ შეუძლებელია ხალხი იყოს ღარიბი. არც სვანეთში არც მაღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება, არც გუდაურში, არც ბაკურიანში, ყველგან სადაც არის სათხილამურო ტრასები ყველგან ხალხს აქვს მაღალი შემოსავლები და ხალხი მდიდრდება! ჩემი გათვლებით 2019-ისთვის 2012-თან შედარებით უნდა რვაჯერ გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობა. აქ ძალიან ცოტა ზრდა არის. ეს ყველაფერი პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ივანიშვილს, რომელმაც პირადი ბოღმის და სიხარბის გამო უნდა ფასი დაუგდოს ამ კურორტებს და მერე ყველა ჩაიდოს ჯიბეში. სასწრაფოდ არი ყველაფერი შესაცვლელი და ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვკარგავთ შემოსავლებს და ვკარგავთ პერსპექტივას, ლამის ბოლო შემოსავლის წყაროს ვკარგავთ ჩვენი ეკონომიკისთვის“,- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღეა გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემაა და სასტუმრობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics