07:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 09:42:34, 661 ნახვა

სამართალი
საქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს

თბილისისა და სოფიის ინტერპოლის ბიუროების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სილისტრაში 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"2009 წლის 27 სექტემბერს ზაზა ბ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოქალაქეს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული პიროვნების ბულგარეთის რესპუბლიკაში დაკავების შესახებ თბილისის ინტერპოლის ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას აცნობა. აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ხსენებული პიროვნების მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics