12:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 10:47:37, 3383 ნახვა

მსოფლიო
ირანის ხელისუფლება გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო სისხლიანი შურისძიებით იმუქრება

"ყუდსის ძალების" ლიდერის გენერალ სულეიმანის მოკვლას უკვე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი. ირანის პირველი დიპლომატი, სპეცოპერაციას „სახელმწიფო ტერორიზმად და ერაყის სუვერენიტეტის დარღვევად“ აფასებს.
„სოლეიმანის თავგანწირვა, ირანის მიერ, ამერიკის ექსპანსიონიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას უფრო გადამჭრელს გახდის და ჩვენს ისლამურ ღირებულებებს დაიცავს,“ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ. 
მისივე თქმით, „ეჭვი არ არსებობს, რომ ირანი და რეგიონის სხვა მშვიდობის-მოყვარე ქვეყნები შურს იძიებენ.“
ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ჰამენიმ ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა, და განაცხადა, რომ მკვლელობისთვის დამნაშავეები სისხლით აზღვევენ.
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ყუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი. 
პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics