|
2020-01-04 10:09:59, 3322 ნახვა
მსოფლიო
ვინ იყო ტრამპის ბრძანებით მოკლული გენერალი ყასემ სოლეიმანი
გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფს, „ყუდსის ძალებს“ 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა. სოლეიმანი ირანის მთავრობას ახლო აღმოსავლეთში არაპირდაპირი ომების წარმოებაში ეხმარებოდა. გენერალ-მაიორი სამშობლოში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა. ამასთან ერთად, მუდამ იყო აშშ-ის, ისრაელისა და ირანის რეგიონული კონკურენტის, საუდის არაბეთის დაკვირვების ქვეშ. ყასემ სოლეიმანი და მასთან ერთად ლიკვიდირებული შეიარაღებული დაჯგუფება „სახალხო მობილიზაციის ძალების“ მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, ირანში მტრებთან მებრძოლ ეროვნულ გმირებად იყვნენ აღიარებული. გენერალი სოლეიმანი ირანის საგარეო საიდუმლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ველზე ის ხშირად ჩნდებოდა, როგორც ერაყის შიიტური დაჯგუფებების ხელმძღვანელი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გენერალ-მაიორის იმიჯსა და რეპუტაციაზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ. სოციალურ ქსელებში ანთავსებდნენ ფოტოებს, სადაც ის სირიასა და ერაყში ბრძოლის ველზე, სამხედრო მეთაურებთან ერთად იყო დაფიქსირებული. მისი წვერი და ვარცხნილობა კი ყოველთვის მოწესრიგებული იყო. სოლეიმანის დაღუპვის შემდეგ, ჰამეინიმ განაცხადა, რომ გენერლის მკვლელობაში მონაწილეები შურისძიებას უნდა ელოდონ. გენერალ-მაიორი, 1957 წლის 11 მარტს, ირანის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონის პატარა ქალაქ რაბორში, მიწათმოქმედების ოჯახში დაიბადა. 13 წლის ასაკში ის მამასთან ერთად ქალაქ კერმანში გადავიდა და მასთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდა. ირანის ისლამური რევულუციის დროს სოლეიმანი მუნიციპალურ წყლის კომპანიაში მუშაობდა და ქალაქ კერმანში შაჰის წინააღმდეგ დემონსტრაციებს უკეთებდა ორგანიზებას. მოგვიანებით, ის მოხალისედ ირიცხებოდა რევოლუციურ გვარდიაში,1980-იან წლებში კი ავღანეთის საზღვრებთან იბრძოდა. 2007 წელს ერაყში, სუნიტ და შიიტ მებრძლოებს შორის სამოქალაქო ომის დროს, ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსებმა „ყუდსის ძალებს“ შიიტი მებრძოლებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების მიწოდებაში დასდეს ბრალი, რამაც მრავალი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. სოლეიმანს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა სირიის ომზეც. 2015 წლის ზაფხულში ის მოსკოვში ჩავიდა, რის შემდეგაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენციისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. ამ ნაბიჯმა სირიის ომის დინამიკა რადიკალურად შეცვალა და შექმნა რუსეთ-ირანის ახალი ალიანსი, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის დასახმარებლად."ფოქს ნიუსი" 2015 წელს იუწყებოდა, რომ სოლეიმანი მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. გენერლის წარმატებამ ხელი შეუწყო ირანის დღის წესრიგის გამყარებას და რეგიონულ მოწინააღმდეგეებთან, საუდის არაბეთთან და ისრაელთან, მომგებიანი პოზიციის შექმნას. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, ირანის სულიერი ლიდერი „ყუდსის ძალების“ მეთაურად გენერალ სოლეიმანის მოადგილეს, ისმაილ გაანის გამოაცხადებს. ამერიკის ხმა
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)