|
2015-07-26 16:02:57, 1560 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: ასეთი მასშტაბის ღონისძიებები საქართველოს სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურულ მზაობას ადასტურებს
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო სტაბილური ქვეყანაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებს უმასპინძლოს. "ნებისმიერი საეთაშორისო მასშტაბის ღონისძიება მნიშვნელოვანია ჩვენი ქეყნისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის, იმის დასტურად, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანა არის, სადაც შეიძლება, რომ ნებისმიერი რანგის და მასშტაბის ღონისძიება გამართო.ეს ადასტურებს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მზაობას იმის პარალელურად, რომ ქვეყანა არის სტაბილური",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი 20:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონია ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ, გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)