12:24 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 15:52:46, 3722 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება

ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წლის შემაჯამებელ ღონისძიება გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის მიერ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებები და პროექტები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და ქვეყნის და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,,ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება. ახალგაზრდობა ქვეყნის დადებითი ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი გამხდარიყო მასშტაბური და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ იდეის მხარდაჭერისთვის.

საქართველო საჭიროებს გულანთებულ და განათლებულ ახალგაზრდებს, საჭიროებს პატრიოტებს და ამავე დროს, ძალიან პრაგმატულ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება, აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს.

ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება მხოლოდ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებში 15 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ცენტრის შემაჯამებელ შეხვედრაზე განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაც გაიმართა. ახალგაზრდებმა საჯაროდ განიხილეს მომავალ წელს გეგმები და პროგრამები.

ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავიძაძემ და რეგიონის ახალგაზრდებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics