16:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 15:03:48, 1674 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი: ოპოზიციის შფოთვა, რომ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს ვინმე სხვა მიზნით გამოიყენებს, უსაფუძვლოა

„როგორ შეიძლება ეს დაესიზმროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმე გამოიყენებს და რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მიაღებინებს?“, - ასე ეხმაურება პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი  ოპოზიციის ბრალდებებს ID ბარათებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ მიღებული არ არის.

„ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი რწმენიდან გამომდინარე სურვილი აქვთ, რომ ისეთი ბარათი აიღონ, სადაც არ იქნება ე.წ. ჩიპი და მათ სახელმწიფო დღეს ალტერნატიულ საშუალებას ვერ სთავაზობს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში თქვა, რომ ეს ნორმა უნდა შეჩერდეს და ამ პირებთან მიმართებაში სახელმწიფომ მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩიპიანი ბარათი არ უნდა გასცეს

რა წესი შემუშავდება, ეს საკითხი როგორ დარეგულირდება და საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, დაველოდოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ განვითარებას, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, დაახლოებული ვიყოთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ მათი იდენტიფიცირების დროს. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, რომ მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან მარტივად იყოს შესაძლებელი პირის იდენტიფიცირება. ეს ბარათები ამას უზრუნველყოფს.

უსაფუძვლოა ოპოზიციის შფოთვა, რომ თურმე, ვინმე ამას რაღაც სხვა მიზნებისთვის იყენებს. როგორ შეიძლება ეს დაესიზმროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმე გამოიყენებს და რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მიაღებინებს? - ეს არის წარმოუდგენელი რამ.

ჩვენი ინტერესია, არჩევნებისთვის ყველაფერი ისე იყოს ორგანიზებული, რომ არც ჩვენს პარტნიორებს, არც დამკვირვებლებს და არც ოპოზიციას არანარი საფუძველი არ მივცეთ, რაიმეზე შემოგვედაონ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება შეჩერდა. აქედან გამომდინარე, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ, თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს პირადობა მოსთხოვოს, რომელსაც ე.წ. „ჩიპი“ ანუ ელექტრონული მატარებელი აღარ ექნება.

როგორც ოპოზიცია ამბობს,  „ქართული ოცნება“ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics