|
2019-12-26 10:14:01, 1095 ნახვა
რეგიონი
ფოთის მერიაში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ქალაქ ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას და თევზის გადამმუშავებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღწეულია შეთანხმება, რომ თევზის საწარმოო პროცესით გამოწვეული სუნი, მოსახლეობისთვის გაუსაძლისი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ყველა საწარმოს, რომელიც არ აკმაყოფილებს ნორმებს, სამუშაო პროცესი შეუჩერდება. „გარემოზე ზემოქმედების შემთხვევაში, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც სანქციებს ჯარიმის სახით, ისე ზიანის ანაზღაურებას კომპანიების მხრიდან. გრძელვადიან გეგმებზე თუ ვისაუბრებთ, სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს და ეს ინიციატივა მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა. რაც შეეხება მოკლევადიან გეგმას, სეზონის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი, გუბერნიასთან და სამოქალაქო აქტივთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ, რომ იგივე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ნორმების დამრღვევმა საწარმომ მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, წარმოქმნილი პრობლემა და სუნი არაჯანსაღი სანედლეულო ბაზის არსებობით იყო გამოწვეული, რადგან არ ხდებოდა პროდუქციის დროული მიწოდება საწარმოებისთვის. საწარმოთა უმრავლესობას თანამედროვე ფილტრები და გამწმენდი საშუალებები აქვს, თუმცა მათ მიმართ მაინც არსებობს პრეტენზია, რაც გამოყენებული წყლების უტილიზაციას უკავშირდება. ყველა ასეთი საწარმოს მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია პრობლემის მოგვარებაში. „დღევანდელი მდგომარეობით, საწარმოებს დაახლოებით 60 ტონამდე ნაშთი აქვთ დარჩენილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისა და სამუშაო ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ, ერთ-ერთ ფაბრიკაში გადამუშავდება. ამის შემდეგ, კი, ფაბრიკები შეაჩერებენ მუშაობას. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი. სამუშაო ჯგუფი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში და საწარმოებმა კარგად გაითავისონ თუ რა პირობებში უნდა მოახდინონ თევზის გადამუშავება ისე, რომ მოსახლეობა არ დააზარალონ“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ მოოქალაქეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და თევზის გადამმუშავებელი საწარმოების მფლობელებს გააერთიანებს. სამუშაო ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს ფოთში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და აქტიური კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან. ფოთის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თევზის გადამმუშავებელი საწარმოები და ნავმისადგომის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც თევზის რეწვის სეინერებიდან ქაფშიის გადმოტვირთვა ხორციელდება. ამ ეტაპზე, ფოთში თევზის პროდუქტების გადამმუშავებელი 4 ქარხანა ფუნქციონირებს. მათ მიერ, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას არსებული ნორმების დაცვას, შესაბამისი სამსახურები დეტალურად სწავლობენ.
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)