2019-12-25 17:33:11, 1653 ნახვა
რეგიონი
ასპინძაში მოპედისა და მანქანის შეჯახების შედეგად მოზარდები დაშავდნენ
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილობრივების თქმით, მოსწავლეების მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,