|
2019-12-24 16:39:42, 1852 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: სკოლის მხრიდან დანაშაულიც რომ დამტკიცდეს, ლუკას სირაძის მიმართ ძალადობა განყოფილებაში მიმდინარეობდა
„რომც დადგინდეს დანაშაული სკოლის, ლუკას მიმართ პრობლემა უშუალოდ განყოფილებასი შეიქმენა და განყოფილებაში მიდიოდა მასზე ძალადობა“,- ამის შესახებ გარდაცლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ დღეს „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებლად, დედასთან ერთად უნდა მოხდეს პოლიციაში ლუკა სირაძის დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, რათა გამოიკვეთოს, თუ რომელი პოლიციელი, რა მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა. „მიდის მოკვლევა და გამოძიება თუ რა წვლილი შეიტანა სკოლამ ამაში, თუმცა ჩვენებიდან, 18 დეკემბრის მდგომარეობით რასაც გავეცანი და რაც დაემატებოდა, ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის, რომ გამოძიებამ უშუალოდ განყოფილებამ რამდენად დაარღვია თავისი უფლებები. რომც დადგინდეს სხვადასხვა სახის, თუნდაც დანაშაული სკოლის მხრიდან და მსგავსი მტკიცებულებები მიეწოდენიბათ, ლუკას მიმართ პრობლემა უშუალოდ განყოფილებასი შეიქმენა და განყოფილებაში მიდიოდა მასზე ძალადობა და იძულება. აუცილებლად, დედასთან ერთად უნდა მოხდეს ვიდეომასალის დათვალიერება, რათა გამოიკვეთოს, თუ რომელი პოლიციელი, რა მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა“,- განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)