18:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 14:06:10, 2601 ნახვა

სამართალი
მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის კონსტიტუციურობას.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც, არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

საოქმო ჩანაწერის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ორი მიმართულებით შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას: 

•           რამდენად არღვევს მოქმედი რეგულაცია საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას

•           იწვევს თუ არა მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას იმ თვალსაზრისით, რომ მათი საქმე შეიძლება განიხილოს გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად შერჩეულმა მოსამართლეებმა

„საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში პირველად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს.  ამავდროულად პლენუმმა დაადგინა, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლოდ გაუქმებას, თუ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნება გამოტანილი.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტება გააკეთა აღნიშნული საოქმო ჩანაწერით. მის მიხედვით, იმ კანდიდატებს, რომელთა შერჩევაც არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, აქვთ უფლება მიმართონ საერთო სასამართლოებს ზოგადი წესის მიხედვით თავიანთი უფლებების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის პროცედურის განსაზღვრაზე საუბრობდა OSCE/ODIHR თავის სამართლებრივ დასკვნაში, მაგრამ აღნიშნულის განმსაზღვრელი პირდაპირი რეგულაცია არ გაიწერა კანონმდებლობაში.

სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა, რომელშიც მოთხოვნილი იყო, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს და წარუდგენს შესაბამის შუამდგომლობას ხელახლა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკურსის გამოცხადებისთანავე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს და გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics