16:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 12:27:51, 1424 ნახვა

კომენტარი
ადამ ერელი - სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის აშშ-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა

„სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი ,, ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს.

მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გზის გაკვლევას ბევრი გამოწვევის მორევში, რომლებიც დაკავშირებულია მიზანმიმართულ რუსეთთან, გონებაგაფანტულ ევროპასა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკასთან, მოთხოვნა გაბედულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ძალიან გაიზრდება.

,,სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 23 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი , რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, აღიარებულია ქვეყნის ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დაგმობილია რუსული აგრესია. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და იმ დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელშიც აღიარებულია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. კანონპროექტი ასევე კრძალავს ფინანსურ დახმარებას ყველა ქვეყნისთვის, რომელიც აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გზის გაკვლევას ბევრი გამოწვევის მორევში, რომლებიც დაკავშირებულია მიზანმიმართულ რუსეთთან, გონებაგაფანტულ ევროპასა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკასთან, მოთხოვნა გაბედულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ძალიან გაიზრდება“,- ნათქვამია სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics