18:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 17:28:08, 2610 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა და სასამართლო საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმის არსებითი განხილვის დროს, გამოიკითხოს ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

გარდა ამისა, დაკმყოფილდა შუამდგომლობა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის და ასევე, სარჩელის ერთ-ერთი განმცხადებლის, ნინო ნიჟარაძის გამოკითხვას ეხება.

როგორც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, მას საკუთარი პოზიციების სრულად ჩამოყალიბებისთვის დრო არ მიეცა.

„დღეს უკვე გამოიკვეთა, რომ მოსამართლემ, ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ნორმალურად წარმართავდა სხდომას, როგორც ჩანს, შენიშვნა მიიღო ამასთან დაკავშირებით და პროცესი არ გადადო. მე ელემენტარული ვითხოვე, რომ 6 ეპიზოდიანი ბრალისთვის მოვმზადებულიყავი, დღევანდელ სხდომაზე მთავარი საკითხი რაც წყდებოდა იყო - მიეცემოდა თუ არა საქმეს შემდეგი მსვლელობა. ამ სხდომის აზრი, ყველაზე უფრო დიდი აზრი, გარდა ტექნიკური ნაწილისა და მტკიცებულებების გამოკვლევისა, წარმართვისა თუ არ წარმართვისა, არის მთლიანად  როგორ შეფასდება საქმე. მე ვფიქრობ, ზუსტად იმ ტიპის საქმეა, რომელიც სამოქალაქო სამართლისაა თავის შინაარსით და უბრალოდ, აბსურდული ბრალია წაყენებული, მაქსიმუმ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics