13:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 17:11:22, 1728 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: ყველაფერი კეთდება, რათა ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე არავინ არ დარჩეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა.

,,ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით არცერთი ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფოს ზრუნვისა და მხარდაჭერის გარეშე.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მომავალი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი და უფრო მეტ მოქალაქეს ექნება ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროში არსებულ სერვისებზე"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2019 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით აჭარაში სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა 22 354 ბენეფიციარს. წელსვე, პირველად დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება და გაიზარდა მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.

2020  წელს აჭარის ჯანდაცვის დაფინანსება 18%-ით იზრდება. მომავალი წლიდან პირველად 18-25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული პირები ყოველთვიურად 465 ლარამდე თანხას მიიღებენ. 100 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაა. უკანასკნელი 1 წლის მანძილზე 113-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მთავრობის თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა, 220 ეკომიგრანტ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა საცხოვრებელი ფართი, 100 ოჯახს კი - დაუკანონდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ის ექიმები დააჯილდოვა, რომლებმაც კრიტიკულ ვითარებაში გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და ბათუმში დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩართული ბენეფიციარები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics