18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 10:24:25, 1564 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ქვეყანაში, გამოდიან აქციებზე და დაკავებულები არიან რეალობის გადაკეთებით

„არ ვფიქრობ რომ ეს არის სკანდალი, რეალურად ეს არის "ფეისბუქის" რეგულაციების და წესების ნაწილი, რომ „ფეისბუქი" პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ და აუქმებს მას ამერიკაშიც, ევროპაშიც და მათ შორის საქართველოშიც“, -ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" მიერ ანგარიშებისა და გვერდების წაშლას.
 
პარლამენტის თავმჯდომარე  ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა: 

„მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში -ადამიანებს კლავდნენ და ახლა თითქოს ადამიანის უფლებები აინტერესებთ; ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა ბიზნესის დაცვაზე საუბრობენ; მედიას აკონტროლებდნენ და ტელევიზიებზე რეიდებს ატარებდნენ - ახლა თავისუფალ მედიაზე გვიკითხავენ მორალს; ეროვნული და პროდასავლური ღირებულებები ფეხით გათელეს და ახლა პროდასავლელებად მოაქვთ თავი!
ახლაც ვნახეთ ამაზე სპეკულაციები. ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა დღეს, რომ „ფეისბუქმა" ამხილა თითქოს ხელისუფლებაანტიდასავლური კამპანიისთვის. ეს არის სიცრუე, არაფერი ასეთი "ფეისბუქის" ოფიციალურ განცხადებაში არ წერია. ეს ღონისძიებები გატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც იმავდროულად. "ფეისბუქი" არის ღია სივრცე და ყველამ კარგად იცის, რომ ფეისბუქში არის არამხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი, არამედ უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია. არიან სავარაუდოდ ჩვენი მხარდამჭერებიც, ვინც აქტიურობენ, არიან ადამიანები და ორგანიზებული ქსელები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში „ფეისბუქის" ყველა მომხმარებელმა“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ის სუბიექტები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ბევრად მეტ თანხას ხარჯავდნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტიც უღირთ როგორმე ხელისუფლება გააშავონ, მაგრამ არ გამოუვათ. არჩევნებში მოქალაქეები მონაწილეობენ და არა ტროლები. „ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონ მოქალაქეზე მეტმა. ძალიან ბევრი მოქალაქე რამდენიმე დღის წინ, ევროპასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იყო გამოსული თბილისის მთავარ მოედანზე ქართულ ოცნებასთან ერთად. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რესურსიც. ეს ადამიანები და ეს მხარდაჭერა, რაც არჩევნებზე ფიქსირდება, ხალხი ვინც მხარს გვიჭერს დედაქალაქში და რეგიონებში - ვირტუალური არ არის. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და არა ტროლები. ხალხს აქვს რეალური ინფორმაცია, რომელიც იღებს სხვადასხვა წყაროსგან და ათასჯერ ამოწმებს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა, რომლებიც  პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics