|
2015-07-24 18:37:55, 2181 ნახვა
კომენტარი
კახა კოჟორიძე: გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი
პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი. ის, ასეთი გადაწყვეტილებების დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით,-ასე გამოემხაურა პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას. კოჟორიძის თქმით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. "პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი. ის, ასეთი გადაწყვეტილებების დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. ჩვენ უნდა ვთხოვოთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა, შემდგომში არ გააჩინონ აღქმა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს დააზიანებს," - აღნიშნა კახა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი „სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს“.
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)